2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება - კეკელიძე
2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება - კეკელიძე

A+ A-

22:39 07/10/2019

2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

როგორც კეკელიძე წერს, ეს გადაწყვეტილება იუნესკომ მიიღო და ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.

"გილოცავთ! იუნესკოს გადაწყვეტილებით 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. მცირე წვლილი ამ საქმეში ეროვნულ ბიბლიოთეკასაც აქვს და სამომავლოდაც ექნება. საგანგებო მადლობა ეკუთვნის თავდაუზოგავი შრომისთვის ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ნინია მაჭარაშვილს. წინ მართლა დიდი ამბავი გველის და თბილისი და ქართული ლიტერატურა ამ ამბავს იმსახურებდა", -წერს კეკელიძე.