გორში ახალგაზრდა გოგონა გველმა დაგესლა
გორში ახალგაზრდა გოგონა გველმა დაგესლა

A+ A-

13:01 07/10/2019

გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა გოგოს, სავარაუდოდ შხამიანმა გველმა უკბინა.

გავრცელებული ინფორმაციით, გველი ახალგაზრდა გოგონას თავს საწოლში დაესხა და კისრის არეში დაგესლა.

„როგორც ვიცი ლოგინში იწვა, ღამის პირველი საათი იქნებოდა და როგორც კი მოტრიალდა დაინახა, რომ მის გვერდზე, ბალიშზე იყო დახვეული გველი. დაიწივლა და ეგრევე კისერში დაკბინა" - აცხადებს დაშავებული გოგონას ახლობელი.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა და მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.