ისევ ქალის ბრალი ყოფილა მთვრალი ქოცი დეპუტატის ახურუშება - ცოტნე გამსახურდია
ისევ ქალის ბრალი ყოფილა მთვრალი ქოცი დეპუტატის ახურუშება - ცოტნე გამსახურდია

A+ A-

16:12 06/10/2019

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია „ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ თანამშრომელზე სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის ფაქტს, ეხმაურება გამსახურდია ძირითადად იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ილია ჯიშკარიანს კარგად იცნობენ და უჭირთ მის წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდების დაჯერება.

„ისევ ქალის ბრალი ყოფილა მთვრალი ქოცი დეპუტატის ახურუშება. დანაშაულობის პრეზუმფციას რატომ არ იცავთ? - აბა, ოპოზიციონერ დეპუტატს ექნა, იგივე ხალხი რეებს იტყოდა? სასამართლომ დაამტკიცა რომ ეგრე იყო? - სასამართლო, ექსპერტიზა, შსს და პროკურატურა გამოიძიებენ და შეაფასებენ მომხდარს 3 წლის მერე.

იქამდე ბევრი წყალი ჩაივლის და ამ უბედურ გოგოსაც გადაუგრეხენ ხელებს. ვიცნობ ამ კაცს, მის ოჯახს, არ მჯერა რომ ასე მოიქცეოდა.

- ამ ქვეყანაში ყველა ყველას იცნობს, განსაკუთრებით „ცნობადეებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათი გაპრავებაც უფრო სარფიანია. შესაბამისად, დამნაშავე ყოველთვის მსხვერპლია.

და მთავარი: კატის ან ღვინის ჭიქის სურათი რომ დამედო, ათასი ლაიქი და კომენტარი მაინც ექნებოდა. ამ ბინძურ, საშინელ შემთხვევას დაახლოებით სამოცდაათი ადამიანი გამოეხმაურა ასე თუ ისე. წაუყრუეს.

ზუსტად იმ დღეში ხართ, რა დღეშიც უნდა იყოთ. ან კიდევ უარესში უნდა... კარგია, კიდევ დიდხანს უნდა ეგდონ ესენი. მერე კიდევ გეტყვიან, პოლიტიკაში რატომ არ მიდიხარ და არჩევნებში რატომ არ იღებ მონაწილეობასო", - წერს ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში, საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.