ვისი იდეაა შმაქსაობა?
ვისი იდეაა შმაქსაობა?

A+ A-

13:53 06/10/2019

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის” დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ბევრისთვის საინტერესო კითხვას სცემს პასუხს და იმ პირს ასახელებს, რომელმაც „შმაქსაობის” იდეა მოიფიქრა. 

ჯაფარიძის თქმით, იდეის სულისჩამდგმელი ამირან ტორონჯაძეა, რომელსაც ჯაფარიძე არ იცნობს.

„შმაქსი • Shmaxi-ზე ბევრგან შემხვდა, ვისი იდეა იყოო

მოკლე, მაგრამ სრულმასშტაბიანი გამოძიებით დადგინდა რომ იდეის მთავარი სულისჩამდგმელი ეს ადამიანია Amiran Toronjadze

აზრზე არ ვარ ვინაა, მაგრამ აქ Waffle მუშაობსო კაქტუს.

პ.ს. თბილისის მერია / Tbilisi City Hall თუ მაინცდამაინც ვინმეს გინება მოგინდათ…” – წერს ზურა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაციების შედეგად უმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს, “შმაქსაობაში” ჩართვას სთავაზობს. 

“შმაქსისტები”, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე დაელაპარაკებიან და ასევე მათ ავტომობილში “გირჩის” მიერ მიწოდებული აუდიო/ვიდეო მასალის ჩართვაც შეეძლებათ.

ანაზღაურება შმაქსში არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შმაქსისტებს პოლიცია ვერ დააჯარიმებს, თუ მასწავლებელი და მგზავრიც ზუსტად განუმარტავს თუ რა მიზნით გადაადგილდებიან და რა ფორმით ხდება ანაზღაურება.