გამიკვირდა, საქართველოს შესახებ რომ იცოდა - თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერთსზე
გამიკვირდა, საქართველოს შესახებ რომ იცოდა - თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერთსზე

A+ A-

14:22 05/10/2019

ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იტალიური ბრენდის “კალცედონიას“ რეკლამაში ჰოლივუდის მსახიობთან ჟულია რობერთსთან ერთად გადაიღეს.

ქართველი მოდელი “The Movement TV“ -თან ინტერვიუში “ლამაზმანთან“ ერთად თანამშრომლობაზე და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს. როგორც თაკო იხსნებეს, ჰოლივუდის მსახიობმა საქართველოს შესახებ ინფორმაციას ფლობდა.

“დამირეკეს და მითხრეს, რომ დამტკიცებული ვარ “კაცედონიის“ რეკლამაში, ჯულია რობერთსთან ერთად. გადაღება იტალიის ქალაქ ვერონაში იყო. არ მჯეროდა, რომ ჯულიასთან ერთად უნდა მიმეღო მონაწილეობა, ის ჩემთვის ლეგენდაა. გადაღებაზე დაცვით შემოვიდა, ყველგან დაცვით დადიოდა. შემდეგ გააცნეს ჩემი თავი, გამომკითხა, რას ვსაქმიანობ, საიდან ვარ. სხვათა შორის საქართველოს შესახებ იცოდა, რაც ძალიან გამიკვირდსა“, - აღნიშნა ინტერვიუში თაკო ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ცნობილი ქართველი მოდელი იტალიაში მოდის მენეჯმენტს სწავლობს, პარალელულად კი მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს.