დოკუმენტი, თუ რა სახსრებით ვისტუმრებთ სახელმწიფოს ვალს, არ არსებობს - აკაკი ცომაია
დოკუმენტი, თუ რა სახსრებით ვისტუმრებთ სახელმწიფოს ვალს, არ არსებობს - აკაკი ცომაია

A+ A-

11:53 04/10/2019

“ხელისუფლებას პენსიებისა და ხელფასების ზრდა უფრო ადრეც შეეძლო. ბუნებრივია, მთავრობის ეს ტრიუკი არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება თანხებს ისე არაეფექტურად განკარგავს, რომ სჯობს ბიუჯეტის მთლიანი ნაწილი ხელფასებისა და პენსიების გაზრდას მოხმარდეს“,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ “2020NEWS“ -თან განაცხადა.

-ბატონო აკაკი,“ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელი შეუსრულდა, 2012 წელს სხვადასხვა მიმარულებით ბევრი დაპირება გასცა, რომელთა შორის, ერთ-ერთი ეკონომიკურ განვითრებას შეეხებოდა. თქვენი აზრით, პრინციპული დაპირებები რატომ ვერ შესრულდა?

-2012 წელს “ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ეკონომიკური დაპირებები გასცა, რომ მისი შესრულება თავიდანვე ცხადი იყო, რომ ვერ შესრულდებოდა. თუ 2012 წლის ეკონომიკურ დაპირებებს გავიხსენებთ, მაშინ დავინახავთ, რომ მმართველი პარტიის მიერ აბსოლუტურად არარეალისტური დაპირებები გაიცა. მაგალითად, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების განახევრება. ის, რომ მეოთხე წელს საოცარი ეკონომიკური წელი გვექნებოდა. უფასო ფული რომ გვექნებოდა და მრავალი სხვა.

 არა თუ ამ მიმართულების შესრულებით წავიდა “ქართული ოცნება“, არამედ ლარი გაუფასურდა უკიდეგანოდ. ინფლაციური პროცესები საკმაოდ სწრაფი ტემპით მიდის და შემოსავლების ასიმეტრიული განაწილება სახეზეა. სახელმწიფო სექტორში განხორციელებული აქტივობები კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან გაკეთებული სამუშაოები, ძირითადად, უხარისხოა. გარდა ამისა, სახეზეა საგადასახადო შემოსავლებით მიღებული რესურესების არაეფექტიანი, უყაირათიანო გამოყენება და ფლანგვა.

-ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 22 681.7 მილიარდი ლარით განისაზღვრება. ექნება საქართველოს ამ თანხის გასტუმრების რესურსი?

-ეს თანხა გასტუმრებით უნდა გაისტუმროს საზოგადოებამ, რომელიც იხდის გადასახადებს. მე ვერ დავინახე ვერც ერთი დოკუმენტი და ვერ ვნახე ვერც ერთი ანალიზი იმისი, თუ რა იქნება აღებული ვალის ეფექტიანობა, რას მოგვიტანს საგარეო ვალი მომავალში და რა სახსრებით ვისტურმრებთ მას. მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს და ზეპირად ფანტაზიების განვითარება არასწორია. ბუნებრივია, ამ თანხის გასტუმრების რესურსი ხელისუფლებას არ გააჩნია.

-საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.4%-ს მიაღწია. სეთი მონაცემი 2017 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. კიდევ უნდა ველოდოთ ინფლაციის ზრდას? 

-ინფლაციის ზრდა ლარის კურსმა განაპირობა. ბევრი ეკონომისტი, მათ შორის, მე ხშირად მთავრობასა და ცენტრალურ ბანკს უმოქმედობის გამო ვაკრიტიკებდით. ლარის კურსის ასეთი გაუფასურება, საბოლოო ჯამში, აისახება ინფლაციაზე. როდესცა ლარი უფასურდება ინფლაციური წნეხი იზრდება. ინფლაციის პარალელურად ადამიანების განკარგვადი შესამოსავალი მცირდება, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომლესაც აქვთ სესხები უცხოურ ვალუტაში. მომავალში პროდუქტებზე ფასები გაიზრდება თუ არ გაიზრდება, დამოკიდებეულია, საბოლოო ჯამში, იმაზე შეძლებენ თუ არა გამყიდველები უფრო მაღალ ფასად გაყიდონ იგივე რაოდენობის პროდუქცია.

-2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხელისუფლებამ პენსიებისა და ხელფასების ზრდა დაანონსა. თქვენი აზრით, რატომ ახლა და არა უფრო ადრე? 

 -ხელისუფლებას პენსიებისა და ხელფასების ზრდა უფრო ადრეც შეეძლო. ბუნებრივია, მთავრობის ეს ტრიუკი არჩევნებს უკავშირდება. ხელისუფლება თანხებს ისე არაეფეტურად განკარგავს, რომ სჯობს ბიუჯეტის მთლიანი ნაწილი ხელფასებისა და პენსიების გაზრდას მოხმარდეს. პრობლემაა ისიც, რომ სახელმწიფო შემოსავლები ასიმეტიულად. საბიუჯეტო ასიგნებებში და ტენდერებში გვაქვს პრივილეგირებული და მონოპოლისტური გარიგებები. ასიმეტრიული განაწილება ნიშნავს იმას, რომ ვიღაც უკიდეგანოდ მდიდრდება, ვიღაც კი ღარიბდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე