ზუგდიდში ძმამ ძმა სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა
ზუგდიდში ძმამ ძმა სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა

A+ A-

16:04 03/10/2019

ზუგდიდში ძმამ ძმა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო მოკლა.

აღნიშნულ ინფორმაციას "თბილისი პრაიდის" აქტივისტი გიორგი თაბაგარი ავრცელებს.

მისი თქმით საზარელი შემთხვევა, რომელიც რამდენი დღის წინ მოხდა ენით აღუწერელი ტრაგედიაა.

"რამდენიმე დღის წინ ერთმა ახალგაზრდა კაცმა საქართველოში დროებით სტუმრად მყოფი თავისივე ძმა მოკლა. როგორც ირკვევა ორიენტაციის გამო. დანაშანული აღიარა და დაცვაზე უარი განაცხადა. ისიც დაამატა, რომ ძმა უყვარს და ყოველთვის ეყვარება. ორი დღის შემდეგ მკვლელმა ძმამ თავი მოიკლა. ენითაუწერელი ტრაგედიაა ეს ამბავი! ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების მორიგი უდიდესი სირცხვილი. ყველა იმ ადამიანის კისერზეა ეს ტრაგედია, ვინც თითს არ ანძრევს ამ ქვეყანაში მახინჯი აზროვნების შესაცვლელად! თქვენი პირადი პასუხისმგებლობაა ეს და მსგავსი ტრაგედიები!", - წერს თაბაგარი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას რობერტ წურწუმიას, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში და დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გუშინ კი, რობერტ წურწუმიამ N2 პენიტენციურ დაწესებულებაში თავი ჩამოიხრჩო.