გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს მერობამ ვერელი გახადა
გიორგი ერბოწონაშვილი საგარეჯოს მერობამ ვერელი გახადა

A+ A-

13:33 01/10/2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი თანანმდებობაზე დანიშვნის შემდეგ ისე გამდიდრდა, რომ თბილისში, ვერაზე ნიკოლაძის ქუჩაზე 335.7 კვ.მ ბინა 228 ათას დოლარად შეიძინა და მეუღლეზე, მაია უსუფაშვილზე გააფორმა. არა და სანამ მერი გახდებოდა, დაცვიის პოლიციაში, დაცვის თანამშრომლად მუშაობდა.

“ოცნების“ მერი, 2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, საგარეჯოში მხოლოდ მიწის ნაკვეთს ფლობდა, რომელიც 2015 წელს 602 კვ.მ 1500 ლარად იყიდა. ამავე დეკლარაციის მიხედვით, საგარეჯოს მერი ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიებში. ღვინის ქარხანა შპს “კახეთი 3000“-ში იგი 32% წლის მფლობელია, საიდანაც მისმა შემოსავალმა, ერთი წლის მანძილზე, 80 ათასი ლარი შეადგინა.

50% წილი აქვს შპს “სამებაში, ხოლო 34% წილის მფლობელია შპს “ჯეოვანში“, თუმცა ამ ორი კომპანიიდან მას შემოსავალი არ მიუღია. ახალ დეკლარაციაში ერბოწონაშილს ფირმებიდან შემოსავალი არ უჩანს. მხოლოდ მერის თანამდებობიდან აღებული ხელფასი აქვს მითითებული, რომელიც 33 ათას ლარს შეადგენს.

33 ათასს ლარის მქონე მერმა, 2018 წლის ნოემბერში, “თიბისი ბანკიდან“ იპოთეკური სესხი 216 ათასი ევრო აიღო, რომლის ვადაც 2033 წლამდეა. ამ სესხზე მისმა გასავალმა 28 661 ევრო შეადგინა. “ქართული ოცნების “ დაცვის თანამშრომელი“, საგარეჯოს მერი 2017 წელს გახდა.