არჩილ თალაკვაძე ღარიბია
არჩილ თალაკვაძე ღარიბია

A+ A-

15:02 30/09/2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, “ქართული ოცნების“ სხვა მაღაჩინოსნებთან შედარებით, ღარიბია.
პარლამენტის სპიკერის გასული წლის 29 ნოემბერს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე, მე-3 მიკრორაიონში მდებარე 109,9 კვ.მ ბინაში ცხოვრობს. სხვა რაიმე ქონება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სახელზეა, რეგისტრირებული, დეკლარაციაში არ მოიპოვება, 2016 წელს შეძენილი მოტოსანტრასპორტო საშუალების გარდა, რომელიც 8000 დოლარად შეუძენია.

როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, მისი მეუღლის, ქეთევან ბუბუტეიშვილის საკუთრებაშია 2017 წელს შეძენილი ავტომანქანა “BMW 3.0i 2004“, რომლის ღირებულება 5800 დოლარია.
დეკლარაციის შევსებისას არჩილ თალაკვაძე “თიბისი ბაკის“ მიმდინარე ანგარიშზე 2417,68 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტო ბარათზე 10414,5 ლარი.
2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, უმრავლესობის ლიდერობისას, არჩილ თალაკვაძის შემოსავალი 66 465 ლარს შეადგენდა. ხოლო მისი მეუღლის ქეთევან ბუბუტეიშვლის შემოსავალი 73 032,5 ლარს.
თალაკვაძეები არ ფლობენ ძვირფას ნივთებს, ფასიან ქაღალდებს და წილებს.

არჩილ თალაკვაძის ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება: იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2019 წლის 25 ივნისს აირჩიეს. იმავე დღიდან არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო - ხაზინადართა საბჭოს წევრი.
მან 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სპეციალობით საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, რის შემდეგადაც სწავლა გააგრძელა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). 2015 წელს ჩააბარა ლონდონის ეკონომიკის სკოლაში აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამით.

არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: 2006-2007 წლებში იყო UშAID-ის პროექტის კოორდინატორი; 2007-2008 წლებში სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი; 2008-2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველი; 2010 წელს სახალხო დამცველის ოფისის მრჩეველი მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012 წლებში G3, USAID, დირექტორის მოადგილე; 2012-2014 წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე; 2014-2016 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
2016 წელს „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი არჩილ თალაკვაძე პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარული ოლქიდან აირჩიეს.