თქვენ ოცნებები და ბავშვობა მომპარეთ - 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს
თქვენ ოცნებები და ბავშვობა მომპარეთ - 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

A+ A-

14:56 24/09/2019

„თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა - ამ სიტყვებით მიმართა 16 წლის შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მსოფლიო ლიდერებს გაეროს კლიმატის სამიტზე გამოსვლის დროს.

"ეს ყველაფერი არასწორია. მე აქ არ უნდა ვიყო, სკოლაში უნდა ვბრუნდებოდე. თქვენი ცარიელი გამოსვლებით მომპარეთ ოცნებები და ბავშვობა. იწყება სიცოცხლის მასობრივი განადგურება, მაგრამ ერთადერთი რაზეც თქვენ ლაპარაკი შეგიძლიათ - ეს არის ფული და ზღაპრები დაუსრულებელ ეკონომიკურ ზრდაზე. როგორ ბედავთ ამას?!

30 წლის განმავლობაში მეცნიერება მკაფიოდ მიანიშნებდა გლობალური დათბობის საფრთხეზე. თქვენ აცხადებთ, რომ გესმით ის, თუ რამდენად სერიოზულია პრობლემა. მაგრამ მე არ მჯერა ამის: თქვენ რომ ყველაფერი გესმოდეთ, მაგრამ ამის შესაცვლელად არაფერს აკეთებდეთ, ეს იქნებოდა ბოროტება.

პოპულარული წინადადება იმის შესახებ, რომ ათი წლის განმავლობაში ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვების ორჯერ შემცირება მოგვცემს 50%-იან ალბათობას იმისა, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 1.5 გრადუსზე მეტად არ გაიზრდება [XXI საუკუნის ბოლომდე].

შესაძლოა თქვენ გაწყობთ 50%. მაგრამ ეს პროგნოზი გათვლილია იმაზე, რომ ჩემი თაობა და ჩემი თაობის ბავშვები გაწმენდენ ჰაერს თქვენი ასობით მილიარდი ტონის ნახშიროჟანგის აირისგან ტექნოლოგიების დახმარებით, რომლებიც თითქმის არც არსებობს. 50%იანი რისკი ჩვენ არ გვაწყობს - რადგან სწორედ ჩვენ გვექნება საქმე შედეგებთან.

თქვენ ჩვენ გვღალატობთ. მაგრამ ჩვენ ვიწყებთ იმის გაგებას, რომ თქვენ ხართ მოღალატეები. თქვენი მომავალი თაობები შემოგყურებენ. და თუ თქვენ მოგვატყუებთ, ჩვენ არასდროს გაპატიებთ. მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები გარდაუვალია, გინდათ ეს თქვენ თუ არა." - განაცხადა ტუმბერგმა.

ტუმბერგის სიტყვით გამოსვლას სიცილითა და ტაშით შეხვდნენ, სოციალურ ქსელში მის მიმართ არაერთი დამაბულინგებელი პოსტი გამოაქვეყნეს, მის გამოსვლას გამოეხმაურა ასევე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და "ტვიტერზე" პოსტი გამოაქვეყნა, "ძალიან ბედნიერი ახალგაზრდა გოგო ჩანს, ნათელი და მშვენიერი მომავლის მოლოდინში. ისეთი კარგი სანახავია" - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, გრეტა ტუნბერგიმ რამდენიმე კვირის წინ ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. 2019 წელს გრეტა ტუნბერგი შვედმა პოლიტიკოსებმა იენს ჰოლმმა და იოჰან სვენელინგმა ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

2018 წელს, ეკოაქტივისტმა სტოკჰოლმის პარლამენტის შენობასთან გაფიცვა მოაწყო და აცხადებდა, რომ აღარ ივლის სკოლაში პარასკევობით, ვიდრე პოლიტიკოსები პარიზის კლიმატის შეთანხმებას არ შეასრულებენ.