ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

A+ A-

17:15 22/09/2019

ალბანეთში მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებიდან 7 ადამიანი კლინიკაში რჩება. 3-ის მდგომარეობა მძიმეა. 

5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ალბანეთში, ამის შესახებ Euronews-ი წერს.  

ეპიცენტრი საპორტო ქალაქ დურესში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები. ადგილობრივი მედია დაშავებულების შესახებაც იუწყება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ დახმარებისათვის საავადმყოფოებს 48 ადამიანმა მიმართა. ალბანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ქვეყანაში გასული 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.