მარჯანიშვილზე არაბი მამაკაცი დაჭრეს
მარჯანიშვილზე არაბი მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

12:04 20/09/2019

თბილისში მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არაბი კაცი დაჭრეს. დაშავებული ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, პაციენტს მსუბუქი ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ სახლში გაწერეს. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი ადამიანი დააკავეს. დაწყებულია გამოძიება.