პარლამენტთან “სირცხვილიას“ წევრები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ
პარლამენტთან “სირცხვილიას“ წევრები  საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ

A+ A-

11:58 20/09/2019

პარლამენტის შენობის უკან შესასვლელთან „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ სიტუაციას აპროტესტებენ.

„დღეს პარლამენტში მოდის ციხელაშვილი, ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ როგორც მინიმუმ დღეს უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებას, იმ უყურადღებობას რასაც განიცდიან იქ ადამიანები. მასიურად ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, არ ანიჭებენ მთის სტატუსს, რომელიც ასევე გულისხმობს შეღავათებს. ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები, პრაქტიკულად შემოსავალი და რაც მთავარია არა წინა წლებში, არამედ ეხლა, ჩორჩანში კილომეტრზე მეტი ტერიტორია ტყეში დაკარგეს, სადაც კრეფდნენ ჯონჯოლს, რაც იყო მათი შემოსავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის დღეს პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მიინსტრს ქეთევან ციხელაშვილს უნდა მოუსმინონ. ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიდის.