თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

A+ A-

10:38 20/09/2019

ვაშინგტონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინციდენტი თეთრი სახლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, მე-14 ქუჩისა და კოლუმბიის კვეთასთან მოხდა.

დაშავებულია სულ მცირე ოთხი ადამიანი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველთა ეკიპაჟები. პოლიციას ამ დროისთვის ეჭვმიტანილი არ ჰყავს. ინციდენტის ადგილი სამართალდამცველებს აქვთ შემოსაზღვრული. პოლიცია მოქალაქეებს მიმდებარე ქუჩების შესაძლო გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს.

 თავდამსხმელის  დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.