“მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ
“მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს პარლამენტში  ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

A+ A-

10:07 20/09/2019

პარლამენტი დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

„მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.