ადამიანები, რომლებიც ჩემს ხედვებს იზიარებენ პარლამენტში არ არიან - ბექა ნაცვლიშვილი
ადამიანები, რომლებიც ჩემს ხედვებს იზიარებენ პარლამენტში არ არიან - ბექა ნაცვლიშვილი

A+ A-

18:40 19/09/2019
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “2020NEWS“ -თან აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გაერთიანებას არც ერთ საპარლამენტო პარტიასთან არ აპირებს. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით მის ხედვებს იზიარებენ, პარლამენტში არ არიან.
 
“ყველა საკითხთან დაკაშირებით მაქვს ჩემეული ხედვა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, აქედან გამომდინარე, ვინც იზიარებს ჩემს ხედვებს, შეუძლია შემოურთდეს ადამიანთა ჯგუფს... პირადად ვხედავ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ჩემს ხედვებს იზიარებს, მაგრამ ეს ადამიანები პარლამენტში არ არიან“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
 
კითხვაზე, ვინ არიან ეს ადამიანები?! - ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მათ საზოგადოება არ იცნობს.
 
ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “2020NEWS“ -თან განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტნიორებად დავით ჭიჭინაძეს, კახა კუკავას, ბექა ნაცვლიშვილსა და სხვებს მოიაზრებს.
„პოლიტიკურ პარტნიორებში ბევრ ადამიანს ვგულისხმობ. მაგალითად, დათო ჭიჭინაძეს, ბექა ნაცვლიშვილს, კახა კუკავასა და სხვებს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც პოლიტიკაში განვიხილავ ჩემს მოკავშირეებად და შემიძლია მათთან რაღაც თემებზე საუბარი“,- განაცახდა გედევან ფოფხაძემ.