გედევან ფოფხაძესთან ერთად პარტიის ჩამოყალიბებას არ ვგეგმავ - ბექა ნაცვლიშვილი
გედევან ფოფხაძესთან ერთად პარტიის ჩამოყალიბებას არ ვგეგმავ - ბექა ნაცვლიშვილი

A+ A-

18:09 19/09/2019

"ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად პარტიის ჩამოყალიბებას არ აპირებს. მისი თქმით, საუბარი მხოლოდ “საპარლამენტო ფორმატის“ თანამშრომლობაზე შეიძლება იყოს.

“გედის ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან გულწრფელი და მებრძოლი ადამიანია. მაგრამ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას, როგორც გედიმ თქვა არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებზეც იყო საუბარი, რაიმე პოლიტიკური პარტია შევქმნა. შესაძლოა, იყოს თანამშრომლობაზე საუბარი თუნდაც საპარლამენტო ფორმატში, მაგრამ ერთად პარტიის ჩამოყალიბებას არ ვგეგმავთ. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ამაზე საუბარი არ ყოფილა. მეც სხვა გეგმები მაქვს“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “2020NEWS“ -თან განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტნიორებად დავით ჭიჭინაძეს, კახა კუკავას, ბექა ნაცვლიშვილსა და სხვებს მოიაზრებს.

„პოლიტიკურ პარტნიორებში ბევრ ადამიანს ვგულისხმობ. მაგალითად, დათო ჭიჭინაძეს, ბექა ნაცვლიშვილს, კახა კუკავასა და სხვებს. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებსაც პოლიტიკაში განვიხილავ ჩემს მოკავშირეებად და შემიძლია მათთან რაღაც თემებზე საუბარი“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.