საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 20:22 საათზე, სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 8 კმ-ში მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.2 მაგნიტუდა შეადგინა.
20:24 საათზე, იმავე ეპიცენტრულ ზონაში მეორე მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდამ 4.2 შეადგინა.
ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.