აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს
აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს

A+ A-

18:53 22/08/2019

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. კენჭისყრაზე ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ქვოტით წარდგენილმა ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. შესაბამისად, კონკურსი ჩაიშალა.

კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად „ნაციონალური მოძრაობის“ ქვოტით წარდგენილმა ბორდის წევრმა ბეჟან გობაძემ არ მიიღო. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება ბორდის წევრი გიორგი ირემაძე. 

საკონკურსო პროცესს ერთი კანდიდატი შოთა ზოიძეც გამოეთიშა. პროცესს უნდობლობა გამოუცხადა ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა ფირუზ ბოლქვაძემ. მან აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, ბორდი დაითხოვოს.

ერთ-ერთმა კანდიდატმა მერაბ წულუკიძემ კი პროცესს კომიკური უწოდა და საკუთარი ხედვა და კონცეფცია ბორდს მესამედ აღარ წარუდგინა.

შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდან ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც ბორდმა ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი სამჯერ გამოცხადდა. 

ამ ეტაპზე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.