გორის რაიონში ძლიერი ხანძარია - ხანძრის ქრობის პროცესში ვეტრმფრენი ჩაერთვება
გორის რაიონში ძლიერი ხანძარია - ხანძრის ქრობის პროცესში ვეტრმფრენი ჩაერთვება

A+ A-

16:50 22/08/2019

ძლიერი ხანძარია გორის რაიონში. სოფელ საყავრესთან ​ბალახი და ტყის ქვედა საფარი იწვის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.