ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

A+ A-

15:51 22/08/2019

ჯამბულ თავართქილაძე დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე. ნადიმ ვარშანიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ვითარებას ამ წუთებში ეცნობა. მისი ინფორმაციით, საჯარო მოხელის დაკავება სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა. 

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეა.

წყარო: TV25, ფოტო : ბათუმელები