ადამიანები, ვინც “რუსთავი 2“ - ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა შეუპოვრობას - სააკაშვილი
ადამიანები, ვინც “რუსთავი 2“ - ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა შეუპოვრობას - სააკაშვილი

A+ A-

12:58 22/08/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“ -დან ჟურნალისტების წასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი ადამიანების და პროფესიონალების წყალობით საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.  

„ადამიანები, ვინც „რუსთავი 2“ - ში მუშაობდნენ, წარმოადგენენ ქართველთა საუკეთესო თვისებებს-სიამაყეს, სილაღეს, შეუპოვრობას!
ასეთი საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!
საქართველოში უნდა გათენდეს“, - წერს მიხეილ სააკაშვილს სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის წამყვანი ჟურნალისტები (ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა, “კურიერის” წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ, მიშა სესიაშვილმა და კურიერის მთელმა გუნდმა სამუშაო ადგილები დატოვეს.

უკვე მეორე დღეა „კურიერი“ ეთერში არ გადის.