ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ - “ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ - ვატო წერეთელი
ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ - “ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ - ვატო წერეთელი

A+ A-

12:24 22/08/2019

“ტვ პირველის„ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ვატო წერეთლის განცხადებით, მას მისთვის ძვირფასი ადამიანებით აშანტაჯებენ.

“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ, ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - “ტვ პირველს ვერ წაიღებთ“. ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.

P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს. ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა“ - წერს ვატო წერეთელი.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძღული.

დღეს ბიზნესმენი ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული.