მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიზე პროკურატურაში კვლავ დაიაბრეს
მამუკა ხაზარაძე  და ბადრი ჯაფარიზე პროკურატურაში კვლავ დაიაბრეს

A+ A-

11:40 22/08/2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით არიან დაბარებული.

ამის შესახებ გენერალური პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ადვოკატ ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ბრალის დაზუსტებისთვის ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო უწყებაში 19:00 საათზე დაიბარეს. მისივე თქმით, ჯაფარიძეც და ხაზარაძეც გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდებიან.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

შესაბამისი განცხადება უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.