დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით მეტროში მოძრაობა პარალიზებულია
დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით მეტროში მოძრაობა პარალიზებულია

A+ A-

10:30 22/08/2019

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. მოძრაობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია დიდუბე-ახმეტელის მიმართულებით.

როგორც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანება გახდა.

მათივე ინფორმაციით, ტექნიკური ჯგუფი უკვე ადგილზეა და შეფერხება უახლოეს წუთებში აღმოიფხვრება, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მოძრაობა შეფერხდა ნაძალადევი-გოცირიძის მიმართულებით, რა დროსაც მეტროში მოძრაობა 15 წუთი შეჩერდა.