ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს

A+ A-

17:16 21/08/2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი გაუხსნეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს გუდაუთის რაიონში მდებარე შტაბში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად დაშავებულები არ არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას, რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართება.