ნათელაშვილი გვარამიას მოუწოდებს, ახალ ტელევიზიას “სოხუმი- მთავარი არხი“ დაარქვას
ნათელაშვილი გვარამიას მოუწოდებს, ახალ ტელევიზიას “სოხუმი- მთავარი არხი“ დაარქვას

A+ A-

17:08 21/08/2019

“ლეიბორისტული პარტიის“ლიდერი შალა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას მოუწოდებს მის მიერ დაფუძნებულ ტელევიზიას „სოხუმი“ დაარქვას. ამის შესახებ ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა, იქნებ ამ მაგარ ტელევიზიას დაერქვას „სოხუმი- მთავარი არხი“. თანაც პუტინს გაუხარდებოდა მაგრად. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ ამ სახელის დარქმევა საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი არხისათვის იდეოლოგიურად გადაანგრევს მაგ ოკუპაცია-ოკუპანტებს, ისევე როგორც სოხუმის კონსტიტუციური გამოცხადება საქართველოს დედაქალად თავდაყირა დააყენებს კრემლის ორსაუკუნოვან პიარს“, - დაწერა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი-2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ ახალი ტელეკომპანია დააფუძნა და არხის სახელად „მთავარი არხის“ დარქმევას აპირებს.