არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე - ეკა გაგუამ “რუსთავი 2“ დატოვა
არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე - ეკა გაგუამ “რუსთავი 2“ დატოვა

A+ A-

16:07 21/08/2019

“რუსთავი2“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ეკა გაგუამ დატოვა. ამის შესახებ “კურიერის“ კორესპონდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, საინფომაციო გამოშვების უფროსად ვინც არ უნდა დანიშნონ, ყველა “რუსთავი2“-ის დამანგრეველი იქნება.

„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანიბაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და „რუსთავი 2“ - ის დამანგრეველი" - წერს ეკა გაგუა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2 “-ში სიტუაცია გუშინ დაიძაბა. არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამსახურიდან გათავისუფლდნენ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. საღამოს კი “კურიერის“ წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჯოჯუამ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ არხს ტოვებენ. დღეს კი წასვლის შესახებ განცხადებები “კურიერის“ კორესპონდენტებმაც გააკეთეს.