საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair“ შემოვიდა, ფრენები 19 ევროდან ეღირება
საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair“ შემოვიდა, ფრენები 19 ევროდან ეღირება

A+ A-

15:26 21/08/2019

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair“ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს.

ირლანდიური ავიაკომპანია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს ფრენებს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და“ Ryanair“-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს. როგორც “Ryanair“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფრენები 6 ნოემბრიდან დაიწყება. ბილეთის ფასები 19.99 ევროდან იწყება და მაქსიმუმ 84 ევრომდე ადის.