სათაფლიაში იურული პარკი განახლდა
სათაფლიაში იურული პარკი განახლდა

A+ A-

12:56 20/08/2019

სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურა განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთეს მღვიმეში უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორებს დახვდებათ, რულად განახლდა იურული პარკი, სადაც დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები.

ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა.

სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰა-ს შეადგენს და 19 ბუნების ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.