გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილის გამოკითხვა არ იგეგმება
გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილის გამოკითხვა არ იგეგმება

A+ A-

18:53 19/08/2019

გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვა არ იგეგმება.

როგორც “2020NEWS” მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია კობიაშვილის შესაძლო გამოკითხვასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ “ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილის გამოკითხვა და შემდგომ მისთვის ბრალის წარდგენა იგეგმება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“როგორც მაცნობეს სულ მალე პროკურატურაში დაიბარებენ და ბრალს წაუყენებენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს !!! საქმე ეხება უდიდეს კორუფციულ სკანდალს და გაყიდულ მატჩებს !"- წერს ბრეგაძე.