"დაველოდოთ პროკურატურას, ის დაამთავრებს გამოძიებას და იტყვის, იყო შეცდომა დაშვებული თუ არა"
"დაველოდოთ პროკურატურას, ის დაამთავრებს გამოძიებას და იტყვის, იყო შეცდომა დაშვებული თუ არა"

A+ A-

20:13 03/05/2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
 
შესაბამისად, იყო თუ არა შეცდომა დაშვებული სპეცოპერაციის დროს, გომელაურის თქმით, ამაზე დასკვნა პროკურატურამ უნდა დადოს.

„დაველოდოთ პროკურატურას, ის დაამთავრებს გამოძიებას და იტყვის, იყო შეცდომა დაშვებული თუ არა. მე როგორ გითხრათ, იქ არ ვყოფილვარ და ვერ ვიტყვი, შეცდომა იყო თუ არა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია.