"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა განგებ ჩახტა ლიანდაგზე, მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება"
"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა განგებ ჩახტა ლიანდაგზე, მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება"

A+ A-

11:43 03/05/2019

თვითმხილველები მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მემანქანემ მატარებლის დამუხრუჭება სცადა და ახალგაზრდა მამაკაცს ლიანდაგიდან გადასვლისკენ "უწყვეტი სიგნალით" მოუწოდებდა, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

"დავინახეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭი განგებ ჩახტა ლიანდაგზე. იქამდე იღიმოდა და რაღაც წინადადებებს ამბობდა. მემანქანემ სცადა, თუმცა ვერ მოახერხა მატარებლის გაჩერება", - აცხადებენ თვითმხილველები.

ცნობისთვის, შემთხვევა მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ დღეს დილით მოხდა.