"საჯარიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცის ლიანდაგებში ჩავარდნის გამო მეტროს მოძრაობა შეფერხებულია
"საჯარიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცის ლიანდაგებში ჩავარდნის გამო მეტროს მოძრაობა შეფერხებულია

A+ A-

10:58 03/05/2019

მეტროპოლიტენში მოძრაობა შეფერხებულია, როგორც შემთხვევის ადგილიდან “2020NEWS”-ის  კორესპოდენტი იტყობინება, მეტრო "საჯარიშვილზე" ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ლიანდაგში  ჩავარდა და  მოძრაობა შეფერხდა. ამ ეტაპზე უცნობია გადარჩა თუ არა  მამაკაცი.

“2020NEWS”-ს თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, რომ  მოძრაობა პირველ ხაზზე შეფერხებულია, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო და  საპატრულო ეკიპაჟები.
 
ამ ეტაპზე სამაშველო სამსახური ვაგონის გადატანას და მამაკაცის ამოყვანას ცდილობს.