არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა - მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე
არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა - მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე

A+ A-

13:04 17/04/2019

 მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა,- განაცხადა "რუსთავი2-ის" ეთარში გირგვლიანის თემაზე საუბრისას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

"საუბრობენ იმაზე, რომ ლევან მურუსიძეს შეეძლო, ჩაედინა გმირობა და ან მანტია გაეხადა პროტესტის ნიშნად, ან სხვა რამ მოემოქმედებინა. კი, ბატონო, მე არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ ვარ გმირი და გმირობა უნდა ჩამედინა -არჩამედინა, ეს საკამათო თემაა, მაგრამ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ იმ პირობებში, რა პირობებშიც საქმე იყო ამოსული უზენაეს სასამართლოში, ანუ პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობდა ბრალდების მხარის საჩივარი, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მიეღო სხვა გადაწყვეტილება, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მივიღე”,- განაცხადა მურუსიძემ.