აშშ საელჩო „რუსთავი 2“-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
აშშ საელჩო „რუსთავი 2“-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

A+ A-

10:46 15/04/2019

შაბათს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარი იყო, გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის ქართველი იუნკერის მხრიდან, თითქოს ამერიკელ იუნკერ გოგონაზე ძალადობა განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია პროვოკაციული იყო და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან.

საქმე ისაა, რომ სიუჟეტს ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ არავითარი ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა და „კურიერის“ მხრიდან მისი უარყოფა მოითხოვა.

„რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ ინფორმაცია უარყო.

თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარა. „კურიერს“ საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა“, - განაცხადეს გადაცემა „კურიერში“.