„ვიკილიქსმა“ ასანჟის კატის კადრები გაავრცელა (ვიდეო)
„ვიკილიქსმა“  ასანჟის კატის კადრები გაავრცელა (ვიდეო)

A+ A-

12:54 14/04/2019

ჯულიან ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვიკილიქსი“ ავრცელებს.

კატა სახელად „ჯეიმსი“ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟთან ერთად ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

„ვიკილიქსმა“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ „უყურებს“ კატა პატრონის დაკავების კადრებს.

„შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ ასანჟის კატა უსაფრთხოდ არის. ასანჟმა ოქტომბრის შუა რიცხვებში ადვოკატებს სთხოვა საელჩოს საფრთხისგან კატის გადარჩენა“, – ნათქვამია „ვიკილიქსის“ განცხადებაში.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 11 აპრილს დააკავეს